დღეს მნიშვნელოვნად გაგვიავდრდა და აგვიცივდა, შემოდგომის სტანდარტული დღე გვაქვს – ნაცრისფერ წვიმიანი, ფანჯრებს მიღმა სიჩუმე და სველი ქუჩები….
მაგრამ ხვალ, დღის საათებში, საქართველოს ცაზე ღრუბლები დაიშლებიან და უმეტეს რეგიონში გამოიდარებს, ზეგიდან კი თბილი ამინდი დაბრუნდება – თითქოს შემოდგომა კიდევ ერთხელ გვეტყვის:
„არ გტოვებთ, ჯერ არა.“ დღის მაქსიმალური ტემპერატურა ზოგან +23, +25 გრადუსს მიაღწევს…
ქუჩებში მზის სხივი და ფოთლების ფერწასული სიჩუმე შეერწყმება ერთმანეთს, ეს იქნება დღეები, როცა სეირნობა გახდება მედიტაცია და ჩვენ, მზიან ამინდთან ერთად,
გავაგრძელებთ სიხარულის მიმოფრქვევას ირგვლივ – იმედით, სიმშვიდით, სიყვარულით.
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე































































