დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა განახლდება. სასამართლო პროცესი 1 საათზეა ჩანიშნული.
როგორც ცნობილია, მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამჯერადაც დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს.
ინფორმაციითვის, მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.






























































