დღეს, ქალაქ ოზურგეთში, ნაძვის ხის ანთების ცერემონია შედგება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია:
„25 დეკემბერს, 17:00 საათზე, ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით და ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება. საახალწლო პროგრამა: 17:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; 17:00-18:00 – საბავშვო სივრცე: სანტას სახლი, ფოტო ზონა, ტკბილეულის დარიგება, გასართობი აქტივობები, ზღაპრის გმირები; 16:30-17:00 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან და საჩუქრების დარიგება 17:00-18:00 – სხვადასხვა გასართობი საბავშვო თამაშები ზღაპრის გმირებთან ერთად; 18:00 – კონცერტის წამყვანი გიორგი დიასამიძე და სანტა, ზღაპრის გმირებთან ერთად ანთებს ნაძვის ხეს; 18:00-20:00 – კონცერტი: მარიკო ებრალიძე, ოთო ნემსაძე, ანა უზნაძე, სტატუს ბენდი, ჯგუფები გორდელა და შერეკილები. წამყვანი: გიორგი დიასამიძე; 19:00 – ნაძვის ხის ანთება“ – წერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





























































