დღეს, დილიდან ოზურგეთში, თხილის გატეხვა და გულის შემოწმება დაიწყეს. ვარგისიანობას, გასული წლების მსგავსად, საღი გულის მეშვეობით ამოწმებენ.
ერთი კილოგრამი „ბერძნულა“ დღეს 4,10 ლარი ღირს. „გულშიშველა – 3, 90 ლარი, ზოგან – 4 ლარიც.
_მოკლედ, აირია თხილის ირგვლივ ვითარება. ახლა 15 აგვისტომდე ამ „მტეხლაობის“ და ფასების სათავისოდ დალაგებას მოუნდებიან, _ გვეუბნებიან სოფლებიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც გამუდმებით გვთხოვენ თხილის ფასის ირგვლივ ყველაფერი გავაშუქოთ. თან ტომრებით ხელში სხვადასხვა პუნქტებში დარბიან, რომ როგორმე, თუნდაც 5 თეთრით, მეტ ფასად ჩააბარონ საკუთარი თხილი.
როგორც „გურია ნიუსთან“ თქვეს, თხილს ჯერ მხოლოდ ტეხენ და გულის რაოდენობის მიხედვით, ფასის გაცემა არ დაუწყიათ. (გასულ წლებში საღი გულის, ერთი ცალის ფასი, 40-50 თეთრი იყო და ამის მიხედვით გამოჰყავდათ ერთი კილოგრამის ფასი, ათ მარცვალზე გადაანგარიშებით).