დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა სრულდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-მეტი.
“ამ დროის მონაცემებით არ არის დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და ტესტირება მასწავლებლის გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს ჩაუტარდებათ”,_ აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.