უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა 29 დეკემბრის დილას ქვეყნის მიმართულებით დაახლოებით 110 რაკეტა გაუშვეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდასხმას Telegram-ზე გამოეხმაურა. როგორც ის წერს, რუსული ტერორი დამარცხდება.
„სამშობიარო, სასწავლო დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი, მრავალსართულიანი კორპუსი და კერძო სახლები, კომერციული საწყობი, ავტოფარეხი. კიევი, ლვოვი, ოდესა, დნეპრი, ხარკოვი, ზაპოროჟიე და სხვა ჩვენი ქალაქები. დღეს რუსეთმა თითქმის ყველაფრით დაგვარტყა, რაც თავის არსენალში აქვს: „კინჟალები“, С-300, ფრთოსანი რაკეტები, უპილოტო საფრენი აპარატები…
სამწუხაროდ, სროლის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. ყველა სერვისი გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს და ხალხს საჭირო დახმარებას უწევენ. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტებს მათი თავდასხმებისთვის. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის, ყველა ქალაქის და მთელი ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს – და ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდება“, – ამბობს ზელენსკი.