14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.
დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, სახელმწიფო დროშები ავტომანქანებსა და სახლის სახურავებზე აღმართონ ან დროშა ფანჯრიდან გადმოფინონ.
საქართველოს სახელმწიფო დროშები დღესვე გადმოიფინება თბილისის საკრებულოს ისტორიული აივნებიდან და აღიმართება სხვა სახელმწიფო შენობებთან.