დღეს საქართელოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. დროშის აღმართვის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში დაიწყო, სადაც გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული გმირების – გიორგი ანწუხელიძის და ზაზა დამენიას, შვილებთან ერთად, სახელმწიფო დროშის ეტალონი აღმართა.
ეს დროშა რამდენიმე წლის წინ სწორედ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დამზადდა.
“სახელმწიფო დროშა სიწმინდის, ღირსების და თავმოყვარეობის სიმბოლოა. მნიშვნელოვანია, რომ დროშა აღიმართა იმ ადგილას, საიდანაც რამდენიმე კილომეტრში გიორგი ანწუხელიძე აწამეს, რომ მისი სული გაეტეხათ, მაგრამ ვერ ის და არც გურამ გაბესკირია მტერმა ვერ გატეხა. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტმა საქართველოს ტერიტორიების ნაწილი მიიტაცა, მან ვერ გაიმარჯვა ქართველი მებრძოლი გაუტეხლობის გამო. დროშა იმის სიმბოლოა, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხავენ”, _ განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მე ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მივიღე პირველად. ძალიან მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ მაქვს ამის ბედნიერება, აღვმართო ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა პრეზიდენტთან ერთად,“ – განაცხადა ზაზა დამენიას შვილმა, გიორგი დამენიამ.
დროში აღმართვის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლმა შავნაბადამ შეასრულა.
სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს კახეთშიც. ეროვნული დროშა უჯარმის ციხეზე მაშველებმა აღმართეს.
ცერმონიას პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი, დაესწრნენ, რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, შეუერთდნენ პრეზიდენტის ამ ინიციატივას და სახლებიდან ეროვნული დროშა გადმოფინონ.
“ყველას მოვიწოდებ, შემოგვიერთდნენ, აღმართონ დროშები სახლებში. ეს არის ის სიმბოლო, რომელიც აერთიანებს ყველას,” _ განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.