ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მმართველმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა საბამ დღეს ქალაქ სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის მე-2 შესახვევის N4- ში, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის კუთვნილ ტერიტორიაზე, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად ახალი ეკლესიის საძირკველი აკურთხა, რითაც საფუძველი ჩაეყარა უფლის სახლის მშენებლობას.
კურთხევის პროცესს სასულიერო პირებთან და ადგილობრივებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები წარმატებული სამტრედიელები დაესწრნენ, რომლებიც თავიანთი წვლილის გაღებას აპირებენ ახალი ტაძრის მშენებლობის საქმეში. ჯერჯერობით, უცნობია, ახალი ეკლესია რომელი წმინდანის სახელზე ეკურთხება.
ავტორი