ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ით დაინფიცირების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის სულ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებულთა რიცხვმა 2371 შეადგინა.
აქედან, 984 პირი გამოჯანმრთელებულია. სხვადასხვა კოვიდკლინიკებში 113 დაინფიცირებული სამტრედიელი მკურნალობს. 602 ადამიანი, საკუთარ ოჯახებში, თვითიზოლაციაში რჩება. გარდაცვლილია 25 მოქალაქე, _ ეს ინფორმაცია ამ წუთებში ,,გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ მიაწოდა.