დღეს სამტრედიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სიმბოლური ღონისძიებით აღინიშნა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოს ჩოხოსანთა დასის სამტრედიის სადროშოს წევრები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ. სხვადასხვა დროს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
სამტრედიელმა ჩოხოსნებმა 26 მაისს გაიხსნეს1921 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობა, რასაც მალევე მისი დაკარგვა მოჰყვა. ისაუბრეს წინა საუკუნის 90-იან წლებში მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ძალისხმევითა და ქართველი ერის ერთმუშტად შეკვრის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლობის შესახებ, რაც 1991 წლის 9 აპრილის აქტით გამყარდა.
აქციის მონაწილეებმა ეროვნული გმირი, მერაბ კოსტავა გაიხსნეს, რომლის დაბადების დღე 26 მაისს აღინიშნება.