https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა

12:46; 21.08.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გამოჩენილი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა.

გიორგი კვინიტაძე დაიბადა 1874 წელს. 1892 წელს დაასრულა თბილისის კადეტთა კორპუსი. სწავლა პეტერბურგში, კონსტანტინეს სახელობის არტილერისტთა სამხედრო სასწავლებელში განაგრძო, რომელიც 1894 წელს, პირველი თანრიგით დაასრულა და პოდპორუჩიკის (უმცროსი ლეიტენანტის) წოდება მიიღო. სასწავლებლის დასრულებიდან 1903 წლამდე, კვინიტაძე ვლადიკავკაზის 152-ე ქვეითთა პოლკში მსახურობდა, რა პერიოდშიც ასეულის მეთაურობას მიაღწია. 1898 წელს  მან პორუჩიკის (ლეიტენანტის), ხოლო 1902 წელს – შტაბს-კაპიტნის წოდება მიიღო. 1903 წელს სწავლა ვარშავის სამხედრო-ფარიკაობის დარბაზში განაგრძო. ფარიკაობის სკოლა უმაღლესი შეფასებით დაასრულა და 1904 წელს, ვარშავის დარბაზში რაპირებით ბრძოლაში მეორე ადგილი დაიკავა.

1904 წელს გიორგი კვინიტაძემ სამხედო სამსახური, რუსეთში, აღმოსავლეთ ციმბირის მე-9 პოლკში და რუსეთის „მანჯურიის არმიაში“ ასეულის მეთაურად გააგრძელა. იბრძოდა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში. მონაწილეობდა მუკდენის ბრძოლაში. 1905 წლის 30 აგვისტოს კვინიტაძემ კაპიტნის წოდება მიიღო. 1907-1910 წლებში სწავლობდა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემიაში, რომელიც პირველი თანრიგით, ხოლო დამატებითი კურსი წარჩინებით დაასრულა.

პირველ მსოფლიო ომში გიორგი კვინიტაძე კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. ომის დასაწყისში, იგი თბილისის რაიონის მებრძოლთა ჯგუფის მეთაურის და კომენდანტის შტაბის უფროსად დაინიშნა. 1915 წელს კვინიტაძე „პლასტუნკების“ I ბრიგადის შტაბის უფროსად, ხოლო მოგვიანებით, იმავე წელს, კავკასიის მე-4 მსროლელი ბრიგადის შტაბის უფროსად მსახურობდა. აღნიშნული ბრიგადა, მალევე, დივიზიად გადაკეთდა და გიორგი კვინიტაძე დივიზიის შტაბს ჩაუდგა სათავეში.

განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა მისი მონაწილეობა 1916 წელს ერზერუმის, ბაიბურთ-ერზინჯანის შეტევით და ოგნოტის თავდაცვით ოპერაციებში. პირველ ორ ოპერაციაში კვინიტაძე დივიზიის შტაბის უფროსად, ხოლო ოგნოტის ოპერაციის დროს, ორი დივიზიისა და კაზაკთა ბრიგადის გაერთიანებული დაჯგუფების შტაბის უფროსად მსახურობდა. 1915 წლის 18 ივლისს გიორგი კვინიტაძემ პოდპოლკოვნიკის, 1916 წლის 6 დეკემბერს პოლკოვნიკის, ხოლო 1918 წლის 2 მაისს, გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიიღო.

1917 წელს კვინიტაძე მე-15 ცალკეულ მსროლელ პოლკს მეთაურობდა. 1917 წლის ნომებრიდან კავკასიის ფრონტის გენერალ-კვარტარმეისტერის მოადგილედ მსახურობდა, ხოლო 1918 წლის 14 მაისს, ამიერკავკასიის ჯარების მთავარსარდლად დაინიშნა.

რუსულ არმიაში სამსახურის დროს მან ჯილდოდ მიიღო: წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენი და წმინდა გიორგის ხმალი; წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენი ხმლით; წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი, შემკული ხმლითა და ბაფთით; წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი, წარწერით სიმამაცისთვის და ხმლით; ასევე წმინდა ანას მესამე და მეოთხე ხარისხის ორდენები; წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენი, ხმლითა და ბაფთით; წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენი.

1917-1918 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, გენერალი კვინიტაძე აქტიურად მონაწილეობდა ქართული კორპუსის ჩამოყალიბებაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მცირე ხნის განმავლობაში, სამხედრო მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. აქტიურად იყო ჩართული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში მიმდინარე დისკუსიაში. მისი მოსაზრებით, აუცილებელი იყო მხოლოდ რეგულარული არმიის ჩამოყალიბება, თუმცა მის ჩამოყალიბებამდე, სახალხო გვარდიის არსებობის წინააღმდეგი არ იყო. კვინიტაძე სამხედრო სამინისტროს სათავეში სამხედრო პირის დანიშვნას და ჯარის ტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტებას ითხოვდა.

1918 წლის დეკემბერში, გიორგი კვინიტაძე სადახლო-შულავერის ფრონტის სარდლის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სავალე შტაბის უფროსად დაინიშნა. მან 1919 წლის თებერვალ-მარტში ახალციხესა და არტაანში წარმატებული სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, სადაც ე.წ ,,სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის” მთავრობის შეიარაღებული ფორმირებები და ადგილობრივი სეპარატისტები დაამარცხა. მან დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი.

1920 წლის 29 აპრილს გენერალი კვინიტაძე შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა და ამავე წლის მაისში, უკვე გასაბჭოებული აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოჭრილი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები დაამარცხა. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის წინ, საბჭოთა რუსეთის დაზვერვა გენერალ კვინიტაძეს შემდეგნაირად ახასიათებდა: „ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა – აღტკინება, შეტევა. ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზედ ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრულიად უშიშარი; იცის მასსების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა“.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, გენერალი ილია ოდიშელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად, მთავარსარდლად ისევ გენერალი კვინიტაძე დანიშნეს, რომელმაც ხელთ არსებული მცირე ძალებით, თბილისის დაცვა გადაწყვიტა და დედაქალაქის თავდაცვის სამი სექტორი ჩამოაყალიბა.

გენერალმა კვინიტაძემ, 18-24 თებერვალს, მოწინააღმდეგის მიერ თბილისზე განხორციელებული რამოდენიმე შტურმი მოიგერია და მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა 24 თებერვლის საღამოს, დედაქალაქის დატოვებისა და ბრძოლის მცხეთის პოზიციებიდან გაგრძელების ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული მოქმედებით იგი ფრონტის ხაზის შემოკლებას აპირებდა. კვინიტაძემ ეს გადაწყვეტილება რეზერვის არყოლისა და დაუცველი ფლანგებიდან რუსული ცხენოსანი შენაერთების მანევრების გამო მიიღო, რაც მისი აზრით, დედაქალაქის დამცველებს ალყაში აქცევდა და განადგურებას უქადდა. თბილისიდან უკანდახევის შემდეგ, ჯარის მორალური სულისკვეთება დაეცა და მცხეთის პოზიციებზე გამაგრება ვერ მოხერხდა. კვინიტაძის მხრიდან მოწინააღმდეგის დამარცხების უკანასკნელი მცდელობა 4-6 მარტს, ოსიაურის ბრძოლაში ჩაიშალა.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, ლევილში. სამხედრო სამსახური არცერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში არ გაუგრძელებია. გარდაიცვალა 1970 წელს.

2013 წლის 26 მაისს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 2021 წლის 26 მაისს, საქართველოში ჩამოსვენების შემდეგ, მისი ნეშტი მთაწმინდის პანთეონში იქნა დაკრძალული.

პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდალი შეიარაღებული ძალების შესახებ წერდა: „არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცი. არმია სარკესავით აირეკლავს თავისი ხალხის ყველა კეთილ და მანკიერ თვისებას, მისი ძლიერებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარისხი შეესაბამება ხალხის შინაგანი ძლიერების და განვითარების ხარისხს“.

გიორგი კვინიტაძე
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30 იანვარი, 2026
საზოგადოება

წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოვლინდა

17:17; 30 იანვარი, 2026
საზოგადოება

რატომ მიუვიდა მოსახლეობას გაზის მაღალი გადასახადი

15:19; 30 იანვარი, 2026
საზოგადოება

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

15:08; 30 იანვარი, 2026
საზოგადოება

რატომ გაორმაგდა ბუნებრივი აირის გადასახადი, თუ ტარიფი არ შეცვლილა? – ენერგოომბუდსმენის განმარტება

14:44; 30 იანვარი, 2026

CNN: თუ ჩრდილოეთ კორეამ დაამარცხა კოვიდი, რატომ იყიდა 1 მილიონი სახის ნიღაბი ჩინეთიდან?

ბენ აფლეკმა და ჯენიფერ ლოპესმა ქორწილი მეორედ გადაიხადეს

ყველა სიახლე

სამართალი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის გია ცინცაძის სასამართლო პროცესი დასრულდა

22:01; 30.01.2026
საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30.01.2026
ფინანსები

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია – უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

18:39; 30.01.2026
მთავარი

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

17:19; 30.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

17:19; 30.01.2026
საზოგადოება

წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოვლინდა

17:17; 30.01.2026
პოლიტიკა

“საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ამის წარმოჩენა უნდათ”- დავით მჟავანაძე

16:44; 30.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

16:35; 30.01.2026
სამართალი

რა ამოიღეს ჩოხატაურის მერის მოადგილის მამის სახლიდან- პროკურატურის ბრალდება ცნობილია

16:06; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ მიუვიდა მოსახლეობას გაზის მაღალი გადასახადი

15:19; 30.01.2026
საზოგადოება

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

15:08; 30.01.2026
პოლიტიკა

ჟორჟოლიანი: საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან

14:56; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ გაორმაგდა ბუნებრივი აირის გადასახადი, თუ ტარიფი არ შეცვლილა? – ენერგოომბუდსმენის განმარტება

14:44; 30.01.2026
საზოგადოება

“შარაშიძე აივანზე იმყოფებოდა”- რას ამბობს ადვოკატი კონფლიქტზე, რის გამოც ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს

14:32; 30.01.2026
საზოგადოება

გაერთიანებული თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება

14:11; 30.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო