დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება, საარჩევნო უბნები რამდენიმე წუთში, 8:00 საათზე გაიხსნება.
ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამომრჩევლების რაოდენობა ერთიან სიაში 17.09.2025 მონაცემებით, 3,513,818, აქედან ქალი ამომრჩეველია 1,875,577 და 1,638,241 არის კაცი ამომრჩეველი. რაც შეეხება გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მონაცემებს: ოზურგეთში – 57 926; ლანჩხუთში – 27 095 და ჩოხატაურში – 17 338 ამომრჩეველია.


































































