“დღეს შავი დღე არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის,”- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ როგორ შეაფასებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“.
„დღეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრისთვის. ეს არის ცალსახა და ყველაფრიდან იკვეთება. დღეს შავი დღე არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.