დღეს თბილისში აჭარის მარში გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, მარშის მონაწილეები მარჯანიშვილის მეტროსთან საღამოს 7 საათისთვის შეიკრიბებიან.
“ჩვენ, აჭარელი მოსახლეობა, არ ვეგუებით საქართველოში ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმს, რომელმაც უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები, აწამა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, უდანაშაულო ადამიანები ციხეში გამოამწყვდია და ყოველდღიურად აგრძელებს პროტესტის ჩახშობას მუქარებით, დაჭერებით, ჯარიმების გამოწერებით თუ ფიზიკური ანგარიშსწორებით.
სწორედ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, 12 მარტს, თბილისში მცხოვრები აჭარელი მოსახლეობა მარჯანიშვილის მოედანზე შევიკრიბებით და პარლამენტისკენ მსვლელობას გავმართავთ.
ჩვენ ვუერთდებით ქართველი ხალხის მოთხოვნებს: გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და ჩატარდეს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები.
12 მარტს, 19:00 საათზე, შემოგვიერთდი მარჯანიშვილის მოედანზე და ერთად გავაგონოთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას რეგიონების ხმა!”_ აცხადებენ მარშის ორგანიზატორები.































































