უწყვეტი პროტესტი, თბილისში 14 დეკემბერს 21:00 საათზე, პარლამენტის წინ, სოლიდარობის დემონსტრაციით შეუერთდება უკრაინის მხარდასაჭერ გლობალურ აქციას STOP HUMAN SAFARI / SAVE KHERSON.
აქციის მოთხოვნებია:
(გაეროს რეკომენდაციების საფუძველზე, გაფართოებული საერთაშორისო ქმედებებისთვის):
რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის დრონებით თავდასხმა.
პასუხისმგებელ პირებს საერთაშორისო სამართალი უნდა წარედგინოთ.
სახელმწიფოებმა უკრაინას სამოქალაქო დაცვის ზომებითა და საჰაერო თავდაცვის სისტემებით უნდა დაუჭირონ მხარი.
გაერომ და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააძლიერონ სამართლებრივი ჩარჩოები მშვიდობიან მოსახლეობაზე დრონებით თავდასხმების თავიდან ასაცილებლად”. – ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული საპროტესტო კამპანია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქალაქში 13-14-15 დეკემბერს იმართება და მიმართულია რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების წინააღმდეგ.




























































