“დღეს თქვენს ჩოხატაურში სხვანაირად გათენდა” _ ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარში დილიდან არ შეწყვეტილა ტაძრის წინამძღვრთან, მამა თომასთან გამოსამშვიდობებლად მისული ადამიანების ნაკადი.
სასულიერო პირები, მრევლი, უბრალოდ, ადამიანები _ ყველა, ვინც იცნობდა თუ არ იცნობდა მამა თომას, უკანასკნელ პატივს მიაგებდა და ცრემლით ემშვიდობებოდა მას.
დასაფლევებამდე არ შეწყვეტილა მგალობელთა გუნდის მიერ აღვლენილი “მეუფეო ზეცათაო”.
ბოლოს კი, ყველამ თითო მუჭა მიწა მიაყარა “სიყვარულისფერი” მოძღვრის საფლავს, რომელიც ისე ეძვირფასებოდათ, რომ დაკრძალვის შემდეგაც ვერ იშლებოდნენ.
“როგორ დაგვაობლეთ, მამაო”, _ ისმოდა ტაძრის ეზოში.