დამსახურებული პედაგოგი ქსენია ანდღულაძე-გუჯაბიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას დღეს მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.
ქსენია ანდღულაძე-გუჯაბიძე, რომელიც 1918 წელს დაიბადა და 1940 წლიდან, როცა მაშინდელი მახარაძის პედაგოგიური სასწავლებელი დაამთავრა, 40 წლის მანძილზე, პენსიაში გასვლამდე, მუშაობდა თხინვალის სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად. მან არაერთი თაობა აღზარდა, ასევე მან და მისმა მეუღლემ ქვეყანას სამი შვილი აღუზარდეს. მათ შორის, ორმა დედის გზა აირჩია და მასწაელბლის პროფესიას დაეუფლნენ.
ასი წლის იუბლეზე, 2018 წელს, ქსენია გუჯაბიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამახსოვრო საჩუქრით და ფულადი ჯილდოთი, 500 ლარით დააჯილდოვა. ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მას განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური სიგელი გადასცა.
„გურია ნიუსი“ უთანაგრძნობს ოჯახს, მთელ პედაგოგიურ საზოგადოებას, ქსენია გუჯაბიძის გარდაცვალების გამო.