დღეს უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეა.
Safer Internet Day-ს ( უსაფთხო ინტერენტის დღე) ჩატარება დაიწყო 2004 წელს და გახდა ერთ-ერთი ღირშესანიშანვით თარიღი. ამჟამად ყოველწლიურად ეს დღე 130-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
საქართველოში Safer Internet Day-ს ინიციატივის მხარდაჭერა მიზნად ისახვას სხვადასხვა სახელმწიფო, კომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრმოლობის ხარჯზე გაძლიერდეს ბავშვებსა და ახალგაზრდების მიერ ინტერნეტის უსაფთხო მოხმარებისკენ მიმართული მცდელობები.
ცნობისთვის, ქვეყანაში კომუნიკაციების კომისია უკვე მეორე წელია, რაც ქვეყანაში მედიაწიგნიერებას ავითარებს და აქტიურად უერთდება უსაფრთხო ინტერნეტის დღეს.
კომისია მოზარდების, მშობლებისა და პედაგოგებისთვის ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს: “Happy Onlife”, “მედიის ეკონომიკა”, “გამარჯობა რუბი”, კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი?!”.
როგორც კომუნიკაციის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ყველა ეს პროექტი მოზარდებში კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციისთვის აუცილებელია.