“ევროპული საქართველოს” ვანის და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.როგორც უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არის ძალიან მხნედ, რადგან, მისი თქმით გამარჯვებას წინ არაფერი უდგას.
“დღეს ვანელები და ხონელები პირველ წითელ ბარათს აჩვენებენ “ქართულ ოცნებას”. “ქართული ოცნება” დამარცხდება, რადგან მან მოატყუა ამომრჩეველი. უპატრონოდ დატოვა რეგიონები და მოსახლეობა. ვართ ძალიან მხნედ, რადგან გამარჯვებას წინ არაფერი უდგას, რადგან ვლიდერობთ და შესაბამისად მოვემზადებით, რადგან ის გეგმა რაც გვაქვს შევასრულოთ. ეს არის ვიბრძოლოთ უკეთესი ვანისა და ხონისთვის, გავაზრდევინით ხელისუფლებას პენსიები, სოციალური დახმარება, ამავდროულად გავაკეთოთ სოფლის პროგრამა, ადამიანებს ჰქონდეთ შემოსავალი და განვავითაროთ ტურიზმი”-განაცხადა უგულავამ.
უგულავამ მედიასთან ვანში დაზიანებულ ბანერებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ” ქართული ოცნება” ებრძვის პლაკტებს, თავად კი ებრძვიან სიღარიბეს.