დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი პოლიტიკურ პარტიების მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას გამოეხმაურა.
„საკონსტიტუციო კომისიამ დაასრულა მუშაობა. შესაბამისად, დღეს ვინც ტოვებს კომისიას, განსაკუთრებით იმ პარტიებს, რომლებსაც პარლამენტში არ ჰყავთ წარმომადგენლები და არც ხმის უფლება აქვთ ისედაც დასრულებული ჰქონდათ მუშაობა და თუ რამე არ მოსწონდათ აქამდე შეეძლოთ ეს ნაბიჯი გადაედგათ. იყო უპრეცედენტოდ მაღალი ჩართულობა აბსოლუტურად ყველა აქტორის და გათვალისწინებულ იქნა მრავალფეროვანი აზრი. თუ რომელიმე პარტიას უნდა, რომ მის თარგზე მოიჭრას კონსტიტუცია, ცხადია ასე ვერ მოხდება“, _ განაცხადა სოზარ სუბარმა. (R)