საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა. პირველი ტურის მსგავსად, მან საკუთარი არჩევანი ამჯერადაც გადასატანი ყუთის მეშვეობით, საპატრიარქოში დააფიქსირა.
“დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს. იმედით ვართ.
ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი და საქართველო! იმედით ვუყურებთ მომავალს. დაგლოცოთ ღმერთმა!” – თქვა პატრიარქმა.
ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტური საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.