დღეს ზამთრის მზებუდობაა! მზის ყველაზე მოკლე სამუშაო დღე…
ასტრონომიულად: 21-22 დეკემბერს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მზე აღწევს ყველაზე დაბალ წერტილს ცაზე -ეს არის წლის ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე გრძელი ღამე.
მიუხედავად იმისა, რომ დღის საათები რამდენიმე დღეში გაიზრდება, ეს მოვლენა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული ზამთრის დასაწყისს აღნიშნავს. როგორც პოპულარული გამონათქვამი ამბობს: „მზე ზაფხულისთვის, ზამთარი ყინვისთვის”.
მზებუდობა ხშირად აღიქმება როგორც გარდატეხის მომენტი – ,,სიბნელის მაქსიმუმის შემდეგ, იწყება სინათლის ზრდა”.
უამრავ ქვეყანაში ეს დღე დღესასწაულია…
გისურვებთ, რომ ზამთრის სუსხში იპოვოთ შინაგანი სითბო და სიყვარული… _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.































































