რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა ყავის სარგებელისა და მავნებლობის შესახებ სპეციალური ცდების ჩატარება დაიწყეს. მათი მიზანი გახლდათ დაედგინათ, დღეში რამდენი ფინჯანის მირთმევაა რეკომენდირებული.
დადგინდა, რომ დღეში 3-4 ფინჯანი ყავა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. კვლევების თანახმად, ისიც დამტკიცდა, რომ ყავის ზომიერი სმა, ამცირებს კიბოს განვითარების რისკს და სხვა დაავადებების გარკვეულ სახეობებს. ბევრი ყავის სმა მავნებელია მხოლოდ ორსული ქალებისთვის, რადგან რისკია ნაყოფი დაიბადოს დაბალი წონით.
მიუხედავად იმისა, რომ ყავის ხშირ სმას უკავშირდება გულის პრობლემები, ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ყავის რეგულარული მოხმარება კორონარული არტერიების ათეროსკლეროზის დონეს აქვეითებს. ამერიკელი მეცნიერების კვლევებიც ამტკიცებს, რომ დღეში 3 ფინჯანი ყავის მირთმევა, დაშვებულია.
გერმანელი ბიოლოგების ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ დღეში 4 ჭიქა ყავა დადებითად მოქმედებს გულის უჯრედების აქტივობაზე და მათი აღდგენის უნარზე.