დღევანდელი მოცემულობით სკოლებში სწავლის გადადების საშიშროება არ არის, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ სასწავლო პროცესი არ აღდგეს სექტემბერში.
მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, არ ფიქრობს, რომ სასწავლო წლის დაწყებამ შეიძლება გადაიწიოს.
































































