დიდ ბრიტანეთში მილიონობით ადამიანს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ამის მიზეზი BBC-ის ინფორმაციით, ძლიერი შტორმია.
დაკეტილია ასობით სკოლა, გაუქმებულია რეისები. მოსახლეობის დიდ ნაწილს სამხრეთ-დასავლეთ ინგლისსა და სამხრეთ უელსში ელექტროენერგია არ მიეწოდება.
BBC-ის ამინდის ბიუროში ამბობენ, რომ იუნისი “შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქარიშხალი სამი ათწლეულის განმავლობაში”.
ხალხი გააფრთხილეს, რომ ჩაკეტონ კარები და ფანჯრები, მანქანები შეიყვანონ ავტოფარეხებში, თუ ეს შესაძლებელია, ხეებისა და კედლებისგან მოშორებით.
[sexy_author_bio]