დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის მინისტრმა მაიკლ გოუვმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსს 708 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 4313-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 41 903 შეადგინა.
მაიკლ გოუვმა ბრიტანელებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მზიანი ამინდის მიუხედავად, მედიკოსთა და ვირუსოლოგთა რეკომენდაციები უცვლელი რჩება.