დღეს, დიდ ბრიტანეთში 46.9 მილიონმა ადამიანმა ვესტმინისტერის 650 დეპუტატი უნდა აირჩიოს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 40 000 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა და საღამოს 22 საათზე დაიხურება.
როგორც ცნობილია, ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2015 წელს ჩატარდა.