თბილისში, დიდ დიღომში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.