_გახსოვთ, ალბათ, სახელოვანი ტექნიკუმი, ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ-აშენებული, სააკაშვილმა რომ გააუქმა ჰოდა, აღორძინება იწყება_ ასეთ ფეისბუქსტატუსს აქვეყნებს ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი.
მისი ინფორმაციით, 2020 წელს დაიწყება შენობის რემონტი, რისთვისაც გამოყოფილია 5 მილიონი ლარი.
მეფარიშვილის ინფორმაციით, ამ საქმეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი გიგა ქვარცხავა ხელმძღვანელობს, რომელმაც ძალიან გაახარა სასწავლებლის ხელმძღვანელები და სტუდენტები.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის, დიდი ჯიხაიშის ნ. ნიკოლაძის სახელობის პროფესიული სწავლების ცენტრის დაარსება უკავშირდება ნიკო ნიკოლაძეს, რომელმაც 1923 წელს თავისი საკარმიდამო საზოგადოებრივ სარგებლობაში გადასცა სოფელს და სწორედ აქ 1925 წლის ოქტომბერში გაიხსნა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. 1930 წლის ოქტომბერში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი გადაკეთდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად. 1967 წელს მას მიენიჭა ნიკო ნიკოლაძის სახელი. 1993 წელს სასოფლო – სამეურნეო ტექნიკუმი გადაკეთდა. აგრარულ-ეკონომიურ კოლეჯად.