ბრიტანეთის პრემიერმა პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთმა მსხვილი რუსული ბანკების ანგარიშები გაყინა.
BBC წერს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ბრიტანეთის ბანკებში არსებული დეპოზიტების ზომაზე ლიმიტი დაწესდა. ასევე სანქციები დაწესდა რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ მუშაობაზე.
როგორც ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, მსხვილ რუსულ კომპანიებს ბრიტანულ ბაზაზე დაფინანსების მოზიდვა აეკრძალებათ, შეიზღუდება რუსეთში ნავთობის გადამუშავებისთვის განკუთვნილი მაღალი ტექნოლოგიებსა და აღჭურვილეოის ექსპორტი.
BBC წერს, რომ მსგავსი ფინანსური სანქციები ბელარუსზეც გავრცელდება, უკრაინაში შეჭრაში მისი როლის გამო.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა.
[sexy_author_bio]