დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. წერს პრემიერი Twitter-ზე.
ვიზიტის ფარგლებში, ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. მან აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას.
„კიევში მივემგზავრები, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის მოლაპარაკებებისთვის შევხვდები. როგორც მეგობარი და დემოკრატიული პარტნიორი, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას მათ წინაშე, ვინც მის განადგურებას ცდილობს,“ – დაწერა ბორის ჯონსონმა Twitter-ზე.
ცნობისთვის, დღეს, 1 თებერვალს უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნიან.