დიდ ბრიტანეთში გიგანტური აზიური კრაზანების შემოსევისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაციას The Mirror-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კრაზანას ერთი კბენა ალერგიის მქონე ადამიანს კლავს.
გამოცემის ინფორმაციით, მწერებთან საბრძოლველად ქვეყნის ხელისუფლებამ 7,6 მილიონი სტერლინგი გამოყო.
გიგანტური აზიური კრაზანა სიგრძეში 6 სანტიმეტრია, მწერები ჩინეთიდან საფრანგეთში 2004 წელს შემთხვევით შეიყვანეს, საიდანაც ისინი ევროპის სხვა ქვეყნებში სწრაფად გავრცელდნენ.