დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
„მივხვდი, რომ წარსულში მე დავარღვიე სტანდარტები, რომლებიც სჭირდება შეიარაღებულ ძალებს, რომელსაც მე პატივს ვცემ . ამიტომ ვტოვებ თავდაცვის მინსიტრის თანამდებობას“_განაცადახა მაიკლ ფელონმა.
როგორც ცნობილია, ფელონს 2002 წელს კონსერვატიული პარტიის სადილზე მდივნის ფეხზე შეხებაში ადანაშაულებდნენ.
ის არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც სექსუალური შევიწროების ბრალდების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.
მაუწყებლის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ფელონს მადლობა გადაუხადა, იმისთვის, რომ გადადგომით სხვებს სწორი მაგალითი მისცა.