ყველასთვის საყვარელი პოეტი, თენგო ავსაჯანიშვილი გარდაიცვალა, ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
“კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს პოეტ თენგო ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
თენგო ავსაჯანიშვილი სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.
მისი პირველი ლექსები 1980-იან წლებში დაიბეჭდა რაიონულ გაზეთ „დარიალში“. 1990 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „ქართულ ფილმში“, შემდეგ – „ლიტერატურულ საქართველოში“ და ჟურნალ „ანეულში“.
პოეტი ავტორია წიგნებისა „მელოდე“ (1998), „სიკვდილს რომ შევეუღლები“ (2000), „მე+შენ“ (2003), „აქ და იქ“ (2016).
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს თენგო ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს”.
როგორც ირკვევა, პოეტი მძიმე სენს ებრძოდა.