რუსეთის მთავრობის მიერ „უცხოურ აგენტად“ აღიარებულმა დამოუკდიებელი ტელეკომპანია „დოჟდმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა. ამის შესახებ პირდაპირ ეთერში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ნატალია სინდეევამ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება დროებითია.
„ძალა და დრო გვჭირდება, რომ მიხვდეთ როგორ ვიმუშაოთ შემდეგ. იმიტომ რომ ხვალ, „ფეიკების“ შესახებ კანონის მიღების შემდეგ მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეთერში დავბრუნდებით და მუშაობას გავაგრძელებთ“ – განაცხადა სინდეევამ.
არხზე ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დოკუმენტურის ფილმის, Dozhd F@ck this Job-ის პრემიერა გაიმართება, ფილმის რეჟისორი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვერა კრიჩევსკაიაა.
ცნობისთვის, 1-ელ მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, „დოჟდის“ ვებგვერდი დაიბლოკა იმ საბაბით, რომ ჟურნალისტები თითქოს არასანდო მონაცემებს ავრცელებდნენ უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციის“ შესახებ და ექსტრემიზმისკენ მოწოდებების შემცველ მასალებს აქვეყნებდნენ.
დღეს, 2 მარტს, დამოუკიდებელმა რუსულმა რადიოსადგურმა Эхо Москвы რადიოარხისა და ვებსაიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება Газпром-медиа-ს დირექტორთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. Эхо Москвы-ის მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა კი აღნიშნა, რომ რადიოსადგურის გადაწყვეტილებაზე გავლენა არა დირექტორთა საბჭოს სურვილმა, არამედ მათზე გაცილებით “მაღლა მდგომი” ხალხის მინიშნებამ მოახდინა.
[sexy_author_bio]