ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული თავმჯდომარე ნიკა მელია პარტლამენტში იყოს:
“ეს არის დეტალები, რა გადაწყვეტილებამდეც უნდა მივიდნენ პოლიტიკური ლიდერები. მელია გახლავთ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს პარლამენტში და წარმოადგენდეს პარტიას. დიდი იმედი მაქვს, რომ ის შევა პარლამენტში”, – ამბობს დეგნანი.




































































