https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დიდი ჯახი ბათუმში

8:33; 29.03.2023
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გუშინ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა, ევროპის მომავალი პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ჩაატარა და ბათუმში ნორვეგიის ნაკრებს უმასპინძლა. მიმდინარე შესარჩევ ციკლს ქართველი ფეხბურთის თაყვანისმცემლები განსაკუთრებული მღელვარებით ელოდებიან. ამისი ძირითადი მიზეზი ნაკრებში დაწინაურებული ნიჭიერი და ახალგაზრდა თაობაა, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი კი მომავალი წარმატებების უპირობო გარანტიაა.

საქართველო – ნორვეგიის შეხვედრა ფრედ – 1: 1 დასრულდა. პირველი ტაიმი სტუმრებისა იყო და გიორგი მამარდაშვილის ოსტატობა რომ არა შეიძლება ყველაფერი უფრო ცუდად განვითარებულიყო. მეორე ტაიმი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და მიქაუტაძემ წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ ორმხრივი თამაში წავიდა, სადაც კვლავ მამარდაშვილი რომ არა, ბედი ალბათ ნორვეგიელებს უფრო გაუმართლებდათ.

საბოლოოდ 1:1 და მიმდინარე შესარჩევ ციკლში ბრძოლით მოპოვებული პირველი ქულა. რასაკვირველია ყველას ეროვნული გუნდის მოგება გვსურდა, მით უმეტეს „მრისხანე“ ჰოლანდის არყოფნაში, მაგრამ ვიყოთ რეალისტები, საქართველოს ნაკრები ნელ-ნელა ნორმალურ გუნდს ემსგავსება და უახლოეს მომავალში ამ მოთამაშეებისაგან მნიშვნელოვან პროგრესს უნდა ველოდოთ.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეხვედრა ასე შეაფასა:

„პირველი 20-25 წუთით, რა თქმა უნდა, არ ვიყავი კმაყოფილი, ბურთს ხშირად ვკარგავდით. შემდეგ ცვლილებები გავაკეთეთ, ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ტაქტიკური, ხოლო მეორე ტაიმში ცენტრალური მცველის ნაცვლად თავდამსხმელი შემოვიყვანეთ და უფრო ამბიციურად ვითამაშეთ. როდესაც შეგიძლია თამაშის შემოტრიალება, ეს გუნდის ხარისხზე მეტყველებს. თუმცა, ბურთს ხშირად ვკარგავდით და ბევრი ორთაბრძოლაც წავაგეთ.

მამარდაშვილი გოლის მომენტში ცოტა არადამაჯერებელი იყო, მაგრამ შემდეგ მან ფანტასტიკურად ითამაშა. გიორგი ყოველ კვირას ამტკიცებს „ვალენსიაში“ თავის სათამაშო დონეს და მასზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის.

სამმცველიანი სქემა გასულ წელს წარმატებით გამოვიყენეთ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება და სიახლეებს უნდა მოვერგოთ. დღეს მეორე ტაიმში 4 შემტევი იყო მოედანზე, მაგრამ იქნება თუ არა მომავალში ყოველთვის ასე, ჯერ არ ვიცი. ყველაფერი უნდა შევაფასო. თუმცა, ცხადია, რომ ეს ვარიანტი ჩვენთვის მომავალშიც განიხილება.

გიორგი მიქაუტაძე ბოლო დროს ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, ორფორვარდიან სქემაში ის ნამდვილად უკეთესია, მაგრამ უნდა გავითალისწინოთ ისიც, რომ ამჟამად ბუდუ ზივზივაძეს არ აქვს ბევრი სათამაშო დრო კლუბში, მაგრამ მომავალში შეიძლება ისინი მოედანზე ერთად იყვნენ. რაც შეეხება ბოლო წუთზე ცენტრში დაკარგულ ბურთს, ასეთი შეცდომის შეცდომის დაშვება არ შეიძლება, მაგრამ ფეხბურთში ეს ხდება. უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები თავიდან ავირიდოთ.

ერთა ლიგის თამაშებს თუ შევხედავთ, კვარაცხელია თითქმის ყოველთვის ცენტრში მოქმედებდა. ზოგადად, ხვიჩა იმდენად ნიჭიერია, რომ ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის ძალიან კარგი ადამიანია, ამიტომ, სადაც არ უნდა დავაყენო, ასრულებს იმ დავალებებს, რასაც ვაძლევ. თუმცა, ცხადია, რომ მისი ბუნებრივი პოზიცია მარცხენა ფლანგია და მომავალში აუცილებლად ვეცდები, რომ მაქსიმალურად ამ როლში გამოვიყენო.”

საქართველოს ეროვნული გუნდის მოთამაშეებმა მატჩის დასრულების შემდეგ შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

ზურიკო დავითაშვილი: “პირველ ტაიმში შეცდომები იყო, რაც მეორე 45 წუთში გამოვასწორეთ. კარგი იქნებოდა, გამარჯვება მოგვეპოვებინა. 3 ქულის მოპოვება შეიძლებოდა, თუმცა მაინც ნორმალური შედეგია. იმედია, შემდეგ მატჩებში გამოვასწორებთ”.

გიორგი აბურჯანია: “გაგვიჭირდა, იმ ტემპით თამაში ვერ დავიწყეთ, რასაც მწვრთნელი გვთხოვდა და ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ნახევარში გამოვასწორეთ”.

გიორგი მამარდაშვილი: “შედეგი დადებითია. მეორე ნახევარში გაცილებით კარგად ვითამაშეთ.”

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა მატჩი ასე შეაფასა:

„ვერ ვიტყვი, რომ დღეს საქართველოს ნაკრების მხრიდან რაიმე იყო მოულოდნელობა თუ სიურპრიზი? არა, დღეს ასეთი სიურპრიზი არ ყოფილა.

მეორე ტაიმში ხელიდან რატომ გაგვექცა უპირატესობა? არა მგონია, რომ უპირატესობა მეტოქეს გადავულოცეთ, უბრალოდ, რამდენჯერმე ბურთი დავკარგეთ და საქართველომ კარგი კონტრშეტევები განახორციელა.

ამის მიუხედავად, მგონია, რომ როცა სტუმრად 7 საგოლე მომენტს ქმნი, ხოლო მასპინძლებს 2-3 შანსი აქვთ, ეს არ მიუთითებს ცუდ თამაშზე.

მიქაუტაძეც არ იყო სიურპრიზი. საქართველოს ნაკრების შესახებ ყველაფერი ვიცოდით. ასევე გამოვარჩევ გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც დღეს შესანიშნავი თამაში ჩაატარა“.

დღე ისე არ გაივლის, იტალიურ მასმედიაში ხვიჩა კვარაცხელიას სახელმა რომ არ გაიჟღეროს. გუშინ, იტალიელმა სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერზე ისაუბრა.

„კვარას ტრანსფერი დიდებული იყო, ჯუნტოლიმ ზებგერითი ოპერაცია გააკეთა. ეს იყო გარიგება, რომელიც კლუბის ჰორიზონტს ცვლის. კომპეტენციის, ალღოსა და იღბლის ნაზავი, რადგან ფეხბურთი იღბლის გარეშე არ არსებობს“, – განაცხადა ვალტერ საბატინიმ.

იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანკო ორდინემ კი ქართველი „მილანის“ შემტევ რაფაელ ლეაუს შეადარა.

„კვარაცხელია თუ ლეაუ? ქართველმა აშკარა უპირატესობით მოიგო! ლეაუ გაქრა, კვარა მაქსიმუმ 2-3 თამაშს აგდებს და ყოველთვის გადამწყვეტია. მას აქვს საოცარი სტაბილურობა, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. განსხვავებული მენტალიტეტი აქვს, რომელიც აძლევს საშუალებას ისეთი ზემოქმედების უნარი ჰქონდეს თამაშზე, როგორიც სულ რამდენიმე ფეხბურთელს აქვს“.

ალბათ გახსოვთ ახლო წარსულში საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი. გუშინ, ბრატისლავის „სლოვანის“ თავკაცმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

„როდესაც ხვიჩა „ნაპოლიში“ გადავიდა, მაშინ ვთქვი, რომ თუკი თავში ყველაფერი წესრიგში ექნებოდა, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი გახდებოდა. კვარაცხელია სწორედ ამისკენ მიდის. მისი კარიერა წარმოუდგენლად ვითარდება. წელიც კი არ გასულა, რაც ბათუმიდან ნეაპოლში აღმოჩნდა და ასე თამაშობს!

როდესაც 18-19 წლის იყო, ნაკრებში შანსი მე მივეცი. წარმოუდგენელი ტალანტი და მაგარი ბიჭია. მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს და თანაც ასეთ სისწრაფეზე. გოლები გააქვს და პასებსაც აკეთებს. ფანტასტიკური სეზონი აქვს და ვთვლი, რომ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია.

ჩემპიონთა ლიგაში რა მოხდება, რთული სათქმელია. ევროპის მასშტაბით რვა საუკეთესო კლუბია დარჩენილი. ცხადია, მსურს ხვიჩამ და „ნაპოლიმ“ მოიგონ. იქ ხომ ერთი სლოვაკი ფეხბურთელიც თამაშოს. საყრდენ ზონაში ლობოტკა ჰყავთ, რომელიც თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. „ნაპოლის“ ნამდვილად კარგი შანსი აქვს, სერია A-ს გარდა, ჩემპიონთა ლიგაშიც იმარჯვოს“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

გუშინ, ყველაზე საინტერესო ინფორმაცია მაინც ესპანურმა გამოცემამ „Central Defense“ გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ  ხვიჩა კვარაცხელია თანახმაა, „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება უკეთეს პირობებზე გაახანგრძლივოს, ოღონდ ერთი პირობით.

ცნობილია, რომ „ნაპოლი“ მზად არის, ხვიჩას ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს, რომლის ვადაც არა 2027 წელს, არამედ 2028-ში ამოიწურება. ქართველი თავდამსხმელის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზრდება და სეზონში 2.8 მილიონ ევროს მიაღწევს. თურმე, ფეხბურთელის მხრიდან მთავარი მოთხოვნა, ახალ კონტრაქტში ფიქსირებული გამოსასყიდი თანხის ჩაწერაა, იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის „რეალი“ სერიოზულად გადაწყვეტს ხვიჩას შეძენას.

„კვარაცხელია ახლა ნახევარ ევროპას სურს, დიდებული თამაში შეუმჩნეველი არ რჩება. „ნაპოლის“ სურვილია, ახალი კონტრაქტი გაუფორმოს მას, ფეხბურთელის მხრიდან მთავარი მოთხოვნა კი ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის, 100 მილიონი ევროს ჩაწერა იქნება“, – დაწერა ესპანურმა გამოცემამ.

იტალიური მასმედიის მტკიცებით, გაყიდვის შემთხვევაში „ნაპოლი“ კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონს არ თანხმდება და მხოლოდ 150-დან 200 მილიონ ევრომდე თანხას თუ დათანხმდება.

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ისტორიაში პირველად: საქართველოს წარმომადგენელი სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

10:06; 16 იანვარი, 2026
სპორტი

„გურიას“ სამწვრთნელო შტაბი, სპორტული დირექტორი და ახალწვეულები _როგორ ხვდება „გურია“ ახალ საფეხბურთო სეზონს

10:20; 13 იანვარი, 2026
სპორტი

ოზურგეთელი მოჭიდავის წარმატება

20:28; 10 იანვარი, 2026
სპორტი

საქართველოს ჩემპიონატიდან ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა შედეგები უკვე დადეს 

19:02; 10 იანვარი, 2026
სპორტი

საბა მამალაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

12:28; 10 იანვარი, 2026

უნდა დავტოვოთ თუ არა საჭმელი კონსერვის ქილაში

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მარტივად ღიზიანდებიან

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა

21:28; 22.01.2026
საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22.01.2026
მსოფლიო

“ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

19:31; 22.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:25; 22.01.2026
პოლიტიკა

“კრიზისის მართვის იმიტაცია”- როგორ აფასებს ჩოხატაურში ოპოზიცია ფასების დასაწევად შექმნილ კომისიას

18:17; 22.01.2026
საზოგადოება

ინგლისური ენის შესწავლის სტრატეგიები

17:45; 22.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 22.01.2026
საზოგადოება

“აგროჰაბის” დირექტორი: შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ

17:09; 22.01.2026
საზოგადოება

სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა

17:01; 22.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა” წერილობით გააფრთხილა

16:56; 22.01.2026
საზოგადოება

სეს-მა ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

15:52; 22.01.2026
სამართალი

სუს-ი – ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით

15:40; 22.01.2026
საზოგადოება

ექთანი გამოძახებით _ ინოვაციური მიდგომა ჯანდაცვაში და სრული სამედიცინო სერვისი სახლის პირობებში

15:01; 22.01.2026
საზოგადოება

“შენობა ავარიულია”  _ კიდევ ერთი სოფელი ჩოხატაურში, სადაც ბაღის აშენებას ელოდებიან

14:32; 22.01.2026
ფინანსები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი-  მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:13; 22.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო