შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.პ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 56 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 1,8876 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).