2024 წლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თანამდებობრივი სარგოების მატებას დაუჭირეს მხარი.
2025 წლის იანვრისთვის თანამდებობის პირების ხელფასების ოდენობა ასე გამოიყურება: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი _ 6 570 ლარი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე _ 5 110, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე _ 4 672, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე _ 4 672, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი _ 3 358 ლარი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე _ 5 986 ლარი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე _ 4 526, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოადგილე _ 3 942, კომისიის თავმჯდომარე _ 3 358, ფრაქციის თავმჯდომარე _ 3 358, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე _ 2 628, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი _ 3 358 ლარი.
2023 წლის ბოლოს საკრებულოს სხდომაზე 2024 წლის ხელფასებიც დაამტკიცეს _ მაშინ ჩინოვნიკების ჯამაგირების ოდენობა ასე გამოიყურებოდა:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი _ 5 985 ლარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე _ 4 655, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ორი მოადგილე _ 4 256, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი _ 3 059 ლარი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე _ 5 453 ლარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე _ 4 123, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე _ 3 591, კომისიის თავმჯდომარე _ 3 059, ფრაქციის თავმჯდომარე _ 3 059, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე _ 2 394 ლარი.
გასული წლის ბოლო სხდომაზე ახალი სარგოების და 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მოხდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თათია ნიკოლაშვილმა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ისეთი ძალადობრივი, სისხლიანი, რეჟიმი გვყავს ხელისუფლებაში. ახლა რეჟიმის ქვემდებარე საკრებულოს წევრები აქ შეიკრიბნენ, რომ დაიმტკიცონ მომატებული ხელფასები და ის ძალადობა, რომელიც დღეს ხდება, არ შეიმჩნიონ“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილება იხილეთ აქ.
ავტორი