ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დიდივანის ცენტრალურ საავტომოლო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას მერის წარმომადგენელი ელენე ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა ელენე ზაქარეიშვილმა განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გზის გაწმენდითი სამუშაოები კი მალე დაიწყება.
“შემთხვევის ადგილას მანქანას არ გაუვლია, რაიმე მსხვერპლი არ არის. არავინ დაშავებულა. ხელმძღვანელობა საქმის კურსშია. იმდენად დიდი ქვის ლოდია ჩამოსული, თუ ადგილზე არ დაიშალა ეს ქვა, ძნელი იქნება მისი ადგილიდან დაძვრა”,_ ამბობს ზაქარეიშვილი.