ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” მფლობელის, რომან აბრამოვიჩის 2 ახლო თანამოაზრეს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციები დაუწესა. მთავრობა ამბობს, რომ ისინი დაექვემდებარებიან აქტივების ყველაზე დიდ გაყინვას, რაც კი ოდესმე დაუწესებიათ. ამის შესახებ reuters წერს.
გამოცმა წერს, რომ სანქციები შეეხებათ საფეხბურთო კლუბის დირექტორ – ევგენი ტენენბაუმსა და აბრამოვიჩის კიდევ ერთ ბიზნეს პარტნიორ დავიდ დავიდოვიჩს. დავიდოვიჩს მოგზაურობის აკრძალვაც შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ბრიტანეთში შესვლის ან დარჩენის უფლებაზე უარს ეტყვიან.
Reuters აღნიშნავს, რომ აბრამოვიჩმა გადასცა ორი კომპანია, რომელსაც აკონტროლებდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეს სწორედ ტენენბაუმსა და დავიდოვიჩს გადასცა.
მთავრობამ განაცხადა, რომ გაყინავს 10 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ ორ ადამიანთან. ისინი სანქცირებული იყვნენ აბრამოვიჩთან მჭიდრო კავშირის გამო, რომელიც იმ რამდენიმე მდიდარ რუსს შორის იყო, რომელიც გასულ თვეში დაემატა ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციებს.
„ჩვენ ვამკაცრებთ სანქციებს პუტინის საბრძოლო მანქანის წინააღმდეგ და ვუმიზნებთ კრემლთან ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანების წრეს,“ – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.
მინისტრის თქმით, ბრიტანეთი გააგრძელენს სანქციებს მანამ, სანამ პუტინი უკრაინაში არ დამარცხდება.