“ენერგო პრო ჯორჯიას” პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით. ამ წუთებში შუქი არ მიეწოდება ჩოხატაურში სოფელ საჭამისერის, ლანჩხუთის მუნიციპალოტეტის აცანასა და მამათის,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლები ნაგომარი, გურიანთა, მთისპირის, ჯუმათის, შრომას აბონენტებს.
ამ დრომდე ენერგო პრო ჯორჯიას ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ პრობლემების ბოლომდე მოსაგვარებლად.
პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გურიაში მოსულმა დიდმა ნალექმა წააქცია ხეები, რასაც მოჰყვა ელექტრო ბოძების დაზიანება. ინფორმაციისთვის მეორე დღეა გურიის სამივე მუნიციპალიტეტში თოვს, რის გამო არაერთი პრობლემა შექმნა.