დიდთოვლობის გამო იმერეთის 4 მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი ისევ მოწყვეტილია. ესენია:სამტრედიაში სოფლები გამოჩინებული და თხილაგანი.
ხარაგაულში- ჭარტალი და გოლათუბანი. ბაღათში-საკრაულა. ტყიბულში-მუხურა.
ამ ინფორმაციას მედიას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია აწვდის.
მათივე ინფორმაციით სტიქიის ზონაში გზების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ავტორი