დიდუბეში მსუბუქი ავტომობილი მოაჯირს დაეჯახა. ავარია მსხვერპლით დასრულდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.