გამოცემა The Daily Mail-მა სამეფო ოჯახთან დაახლოებული წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეგანის რჩევით ჰარმა განსაკუთრებული დიეტა დაიწყო, რომელსაც მალევე ჰქონდა შედეგი.
პრინცის ყოველდღიური რაციონი ახლადგამოწურული წვენებისგან, დაბალნახშირწყლოვანი პროდუქტებისგან, კომბოსტოსა და კინოას მარცვლებისგან შედგებოდა.
ცნობილია, რომ მეგანი არ მიირთმევს ხორცს, დაკავებულია პილატესით და იცავს მცენარეულ დიეტას.
მეგანი დედოფალი ელიზაბეტის მსგავსად ხარისხიანი ალკოჰოლური სასმელების მოყვარულია. განსაკუთრებულად უყვარს წითელი ღვინო. თუმცა ალკოჰოლს გონივრულ ფარგლებში მიირთმევს. ის არასოდეს არის დიეტაზე, უბრალოდ ირჩევს დიეტურ ცხოვრების სტილს…
მწვანე სასმელი – კოქტეილი მეგანის ცხოვრების ნაწილია, რომელსაც თავად ამზადებს. ერთმანეთში ურევს, ვაშლს, კომბოსტოს, ლიმონს, კოჭას, ამატებს ცოტაოდენ წყალს და და აბლენდერებს. პრინცესა ამბობს, რომ ეს სასმელი ყველანაირ ყავაზე მეტად აფხიზლებს.
მეგანი არ მიირთმევს ხორცს. ის მხოლოდ ზღვის პროდუქტების მოყვარულია.
პრინცესა სხვადასხვა დროს ინტერვიუებში ამბობდა, რომ მისი კვებითი რაციონი მხოლოდ ესთეტიკურ სილამაზეს არ მოიცავს, რადგან მისთვის მთავარია ჯანმრთელობაც.
ის სვამს 2 ლიტრამდე წყალს და სძინავს ნორმალურად. კვება, წყალი და ძილი ეხმარება რომ შეინარჩუნოს ნორმალური წონა, აქვს ძალიან კარგი სახის კანი და კვების ეს რეჟიმი ეხმარება, რომ თავიდან აიცილოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა: გულის პრობლემები, დიაბეტი და სიმსივნე.
მეგან მარკლი დღის განმავლობაში მიირთმევს ბოსტნეულს, 1-2 სახეობის ხილს, 50-60 გრ. თხილს. დიეტაში შეგიძლიათ დატოვოთ კვერცხი, თევზი, რძის პროდუქტები.