ბრიტანელ დიჯეის დევიდ ტეილორს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აღნიშნულ ინფორმაციას THE TELEGRAPH ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დიჯეი გასული წლის აგვისტოში, მეგობარ გოგონასთან, სარა კონორთან ერთად, ბალის პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ბრალდებით ინდონეზიის კუნძულზე დააპატიმრეს.
გავრცელებული ცნობით, პოლიციის თანამშრომელს, ვაიან სუდარსას, სხეულზე 42 ჭრილობა, მათი უმეტესობა კი თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
მაუწყებლის ცნობით, კონორს პატიმრობა შედარებით ნაკლები ვადით მიუსაჯეს .