„საქართველოში დიქტატურის ახალი ფორმა არის დამყარებული, როცა დიქტატორი, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი მონების უკან იმალება. ამ კაცუნებს და მარიონეტებს როგორც უნდა, ისე ათამაშებს“, _ აღნიშნა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ გურჯაანში, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები დავით კირკიტაძის დაკავებას აპროტესტებენ.
ბარამიძე „ქართული ოცნების-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გარიგებაში ადანაშაულებს.
„ივანიშვილი არის აბსოლუტურად ცინიკური ადამიანი, რომელიც პუტინთანაა დაკავშირებული. ადამიანი პუტინის რუსეთში გახდა მილიარდელი და პუტინთან არის შეკრული, ძალიან მეამიტი უნდა იყო, რომ ეს არ დაიჯერო.
სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილის სიტყვები გაიმეორა, როცა თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მხოლოდ ამ სიტყვებისთვის არის ივანიშვილი გასასამართლებელი და მოღალატე “, _ აღნიშნა ბარამიძემ.