“დილამშვიდობისაო, რა ლამაზად თენდები”, _ ისევ თავისი ტკბილი ხმით შემოგვებება ჩოხატაურელებს გუშინ მოკლული 26 წლის ბიჭი. ვიდეოს სოციალურ ქსელში ავთოს მეგობარი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ავთო კალანდაძე გუშინ ჩოხატაურში, საკუთარ სახლში მოკლეს. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, მკვლელი ოჯახის ახლობელი, მოკლულის დის ნათლიაა. არის ვერსია, რომ მკვლელობა ოჯახებს შორის ფინანსურ დავას უკავშირდება.