იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გვიან ღამით დაძინების შემდეგ დილით ადრე ადგომა გულის მუშაობაზე ნეგატიურად აისახება.
საქმე იმ შემთხვევებს ეხება, როცა ადრე ადგომის აუცილებლობის გამო ადამიანი საკუთარ თავს ძილში ზღუდავს.
მეცნიერების დასკვნით, ამ შემთხვევაში გულის დატვირთვა იზრდება, რაც მძიმე ავადმყოფობის რისკებს შეიცავს, მათ შორის – ჰიპერტონიის, ინფარქტის და სხვების.
აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი არ გამოიძინებს, მაშინ დილის გამაჯანსაღებელი ვარჯიშებიც კი სარგებელს ვერ მოუტანს.
იაპონელი მეცნიერების რეკომენდაციით, ძილის სწორი რეჟიმი აუცილებელი და სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.